მთავარი > სიახლეები

საინტერესო ამბები ახალი ტექნოლოგიების შესახებ

სიახლე ლეპტოპის კლავიატურის შეკეთება
2015-09-11

სიახლე ლეპტოპის კლავიატურის შეკეთება

სიახლე, გთავაზობთ ლეპტოპის კლავიატურის შეკეთებას, თუ თქვენ კლავიატურაზე არ მუშაობს რომელიმე ასო ან ციფრი შეგვიძლია აღგიდგინოთ, ეს დაზიანებები გამოწვეულია კლავიატურაში როდესმე ჩასხმული სითხის მიერ, შეიძლება სითხის ჩასვლის შემდეგ განაგრძოს მუშაობა მაგრამ დროთა განმავლობაში კლავიატურის თითოეულ ღილაკზე მიმავალი ვერცხლის სადენზე მიმდინარეობს კოროზია რაც იწვევს სადენის გაწყვეტას (ამოჭმას). ყურადღება: თუ კლავიატურაზე შემთხვევით ჩაგესხათ სითხე ეს იქნება კოკა-კოლა, ყავა ან სხვა შეეცადეთ დაუყოვნებლივ გამორთოთ ლეპტოპი, გამოაძროთ დამტენის შნური და შემდეგ აკუმლიატორი, გადმოაბრუნეთ (კლავიატურით ქვემოთ) და გააჩეროთ ამ მდგომარეობაში რათა (გააჩნია სითხის რაოდენობას) ეს ჩასხმული სითხე არ მოხვდეს დედა დაფაზე და არ გამოიწვიოს დამატებით მისი დაზიანება, მადლობთ ყურადღებისთვის.
Back To Top